ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო “ინტელექსპრესის” ფილიალი ორგანიზებულმა ჯგუფმა გაქურდა. ორგანიზაციიდან წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.
დაუდგენელი პირები ფილიალში სარდაფიდან შევიდნენ, არსებული თანხა და ნივთები ისე წაიღეს განგაშის სიგნალის ხმა არავის გაუგია.
როგორც “მეგა ტვ”-ს შსს-ში განუცხადეს გამოძიერბა სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.