ქუთაისში სარესტორნო ქსელ “ვენდისის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელს ტესტირება გუშინ, 9 სექტემბერს ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარეს და ისინი თვითიზოლაციაში არიან. არსებული ინფორმაციით, “ვენდისში” 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები იყვნენ და ვირუსიც, სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა.
ქუთაისში, კორონავირუსი 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს დაუდასტურდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მერიის თანამშრომელსაც.