LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისში ევროპული მემკვიდრეობის დღეები გაიმართება

დაპოსტა 2019/10/04-ში
153
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში ევროპული მემკვიდრეობის დღეები გაიმართება. როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან 5-6 ოქტომბერს ტრადიციად ქცეული ევროპის მემკვიდრეობის დღეების  ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურულ -გასართობი ღონისძიება გაიმართება.

“ვერიკოს სკვერში დილის 12 სთ-დან გაიხსნება ფოტოგამოფენები, ახალგაზრდა მხატვრები ადგილზე დახატავენ ევროპის დედაქალაქებს ვიზიტორების ჩართულობით, ბაღში მოსულ პატარებს ევროპელი საბავშვო მწერლების გმირები დახვდებიან და მათთან ერთად ფოტოს გადაღების საშუალებაც მიეცემათ. სკვერშივე, დილიდან ევროპული სიმღერების საესტრადო კონცერტი გაიმართება კახა გრძელიშვილის სტუდიის ბავშვების მონაწილეობით.

ევროპული მემკვიდრეობის დღეებში ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთვება, რომელიც მისივე მეცნიერების წიგნების გამოფენას წარმოადგენს. ევროპული დღეების ღონისძიებებს დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით შეუერთდება.

5 ოქტომბერს , დღის ბოლოს, ევროპული დღეები ქუთაისში არსებულ იტალიურ სახლში დასრულდება, სადაც კონცერტს ჩაატარებენ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის, მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო და ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებლის აღსაზრდელები .

6 ოქტომბერს, ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში , კულტურული ღონისძიებებით დატვირთული იქნება ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი. აქ დილის 12 სთ-დან ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ ლექცია -შეხვედრა გაიმართება. ( მომხსენებლები : მ. აშვეთია, ე. თავბერიძე, ს. შალიკიანი ). ლექციის დასრულების შემდეგ კი სტუმრებს საშულება მიეცემათ ქართველ შინდლერად წოდებული თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი იხილონ.( პოლონელი რეჟ: ერჯი რუბახი).” – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპული მემკვიდრეობის დღეების პროგრა კი ასეთია :

5 ოქტომბერი

ფოტოგამოფენა – „არგონავტიკიდან ევროკავშირისკენ“ –
12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

გ. მაისურაძის სამხატვრო სკოლის ბავშვების მიერ ფერწერული ნამუშევრების შესრულება, თემა – „ევროპის დედაქალაქები“ – 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების წიგნების გამოფენა – 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

ნიღბების თეატრის გმირების მსვლელობა – 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

ევროპული საესტრადო მუსიკის კონცერტი – 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

გამოფენა დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში – „ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა“ – 12:00 სთ . ვერიკოს სკვერი

გამოფენა – ” ქუთაისელი კათოლიკები – სარკმელი ევროპისკენ” – 17:00 სთ. ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

იტალიურ სახლში გაიმართება ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი კონცერტი -19:00 სთ. იტალიური სახლი .ნიუპორტის ქუჩა #12

6 ოქტომბერი

ქართულ – პოლონური ურთიერთობები – ლექცია-შეხვედრა
(მომხსენებლები: მ.აშვეთია, ე.თავბერიძე, ს.შალიკიანი) – 12:00 სთ. ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

ფილმის ჩვენება – ქართველ შინდლერად წოდებული თეოლოგიის,ფილოსოფოსისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ერჯი რუბახის დოკუმენტური ფილმი – 13:00 სთ. ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

ევროპული მემკვიდრეობის დღეები კულტურულ ღონისძიებათა ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ციკლია ევროპაში, რომლის ფარგლებში ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ 50 ქვეყანაში ყოველწლიურად 70 000 ზე მეტი ღონისძიება ტარდება და მასში 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ევროპის დღეები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი წამოწყებაა და სახალხო ინიციატივის უნიკალური მაგალითია , რომელშიც ევროპის მილიონობით მოქალაქეა ჩართული.

ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით ჩატარდება.

თეგები: ევროპაევროპის დღეებისაქართველოქუთაისი
გაზიარება84

დაკავშირებული -პოსტები

რუსეთმა ქართველ მებრძოლ ქალზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

დეკემბერი 16, 2025
0
მთავარი

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინის მხარეს მებრძოლ 28 წლის ქართველ ქალს, ნინო კახნიაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მანქანა გატეხეს

დეკემბერი 16, 2025
52
მთავარი

ანი ხუციშვილი: ქუთაისში, აღმაშენებლის 142-თან გატეხეს მანქანა. ამოღებულია ჩანთა, რაშიც დევს აუცილებელი საბუთები, თანხა და პასპორტი!!! ჩანთა არის შავი ფერის ბრენდი-miumiu. იქნებ იპოვოს ვინმემ და მოგვაწოდოთ საბუთები და პასპორტი!! ძალიან...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დეკემბერი 16, 2025
7
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს დაბადებული მ.უ. და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად

დეკემბერი 16, 2025
4
მთავარი

საკანონმდებლო ცვლილებით, პირი ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, რომელსაც აღნიშნული სამართალდარევა 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი . კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – “საქსტატი”

დეკემბერი 16, 2025
85
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

დეკემბერი 16, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

დეკემბერი 16, 2025
15
მთავარი

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ინტენსიური თოვის, ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და  საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე გააძევეს

დეკემბერი 16, 2025
2
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“ჩამორთმეული მართვის მოწმმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა იძლევა”- სიახლე

დეკემბერი 16, 2025
83
მთავარი

მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც ჩამორთმეული მართვის მოწმმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს....

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 3000 ლარამდეა! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს

დეკემბერი 16, 2025
12
მთავარი

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».