ქუთაისში შპს “ამბიკონ სტილსის” თანამშრომლებს, პროფკავშირების წარმომადგენლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მოლაპარაკება პროფკავშირების იმერეთის ბიუროში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო.
ქუთაისში შპს “ამბიკონ სტილსის” თანამშრმოლები სამუშაო პირობებს რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
“რთულ პირობებში ვართ, არ გვაქვს სპეცფორმა. არ მუშაობს ფილტრები, ამას ისიც ემატება, რომ დაბალი ხელფასია და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე დამატებით თანხას არ გვიხდიან. მოვითხოვთ ხელფასის გაზრდას და პირობების გაუმჯობსებას. ჩვენ არ გვინდა ქარხნის გაჩერება, გვინდა მუშაობა და მოგვეხმარონ”, – განაცხადეს გაფიცულებმა.
მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს მხარდაჭერას პროფკავშირები და პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია უცხადებენ.
youtube.com/watch?v=IznnwAXWR8g&t=13s