ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, საპატრულო პოლიციისა და შსს სამმართველოს შესაბამის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გარე ვაჭრობის აღკვეთის მონიტორინგის მიზნით მორიგი შემოვლა განახორციელეს.
ქალაქის ცენტრალურ ბაზართან შსს-ს და ხედამხედველობის თანამშრომლებმა გარე ვაჭრობა აღკვეთეს და მოქალაქეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამასთან ბაზრის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, რომ მოვაჭრეები, რომლებიც ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შევლენ საახალწლო დღეებში გადასახადის მოსაკრებლის მხოლოდ ნახევარს გადაიხდიან.
გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით ზედამხედველობის სამსახური საახალწლო დღეებში პერმანენტულად მოაწყობენ მსგავს ერთობლივ მონიტორინგს.