ქუთაისში, მეთორმეტე საჯარო სკოლასთან ავარია მოხდა. ერთმანეთს მინი კუპერი და ქამრის მოდელის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. ადგილზე მობილიზიებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს განცხადებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.