ქუთაისმა პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს პროფესიონალურ კრივში. ტურნირში საქართველოს, საფრანგეთის, მოლდოვისა და ირანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ორთაბრძოლები ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ტურნირს ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარები ზაზა ლომინაძე და ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
პროფესიონალური კრივის დიდ შოუში ყველა გამარჯვება ქართველმა მოკრივეებმა მოიპოვეს. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ქუთაისელი მოკრივის საბა ერემეიშვილის დებიუტი, რომელმაც მოლდოველი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.
პირველი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან: თეონა ფიროსმანაშვილი, გივი თოდუა, ჯონი ჭკადუა, გიორგი გიგნიაშვილი, ლაშა კერესელიძე.
საერთაშორისო ტურნირი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა.