ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადას ინფორმატიკაში (EJOI 2023) წელს საქართველომ უმასპინძლა. EJOI 2023-ში 24 ქვეყანა მონაწილეობდა. ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი ბულგარელი მოსწავლე ანდრეი სტეფანოვი გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვესელინ ვალკანოვთან ერთად, გადასცა.გამარჯვებული მოსწავლეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.