”ქუთაისი ტურნირის მიღმა რჩება, ამჯერადაც გამორჩათ ფეხბურთის ფედერაციაშიც” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპა ჩვენი სახლია” წერს:
“უეფა”-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
✅საქართველოში შეხვედრები 4 სტადიონზე ბათუმში, ფოთსა და თბილისის ორ (❗) სტადიონზე გაიმართება.
?საფეხბურთო ტრადიციებით და საფეხბურთო სანახაობის მიმართ მაყურებელთა მაღალი ინტერესით გამორჩეული ქუთაისი ტურნირის მიღმა რჩება.
მიმდინარე კრიზისის და ეკონომიკური დეპრესიის ფონზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა ხელსაყრელი მდებარეობისა და ევროპის ქალაქებთან იაფიანი ფრენების არსებობის ფაქტორის გათვალისწინებით, ქუთაისის მიმართ ინტერესის და ეკონომიკური იმპულსების ზრდის შანსიც იქნებოდა.
ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და იმერეთის გუბერნიამ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თბილისის რომელიმე ერთი სტადიონის ნაცვლად შეხვედრები ქუთაისშიც გამართულიყო, რაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც მოითხოვდა, რაც ქალაქისთვის პირდაპირი სარგებელი იქნებოდა.
⚠️ როგორც 2017 წელს, ქუთაისი ამჯერადაც გამორჩათ ფეხბურთის ფედერაციაშიც.
➡️ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ ქუთაისის მერს და იმერეთის გუბერნატორს იმოქმედონ ქალაქისა და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე და ფეხბურთის ფედერაციასთან განიხილონ 2023 წლის 21 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა.” – წერს არასამთავრობო ორგანიზაცოა ”ევროპა ჩვენი სახლია” ფეისბუქზე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation