ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრში გამოკვლეული 13 პაციენტიდან, კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა. კორონავირუსი არ დაუდასტურდა ასევე კლინიკის 6-ექიმს, რომელთაც გეგმიური კვლევა ჩაუტარდათ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კლინიკას 13-მა პაციენტმა მიმართა და მათი ანალიზები უკვე გაიგზავნა ლაბორატორიაში. პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.