ქუთაისის ცხელების ცენტრი გაიხსნა. ჩხობაძის სახელობის კლინიკის დირეტორის, არჩილ მუკბანიანის თქმით, გუშინ კლინიკას ოცმა პაციენტმა მიმართა, მათგან 13 გაეწერა, 7 კი განაგრძობს მკურნალობას.
ცხელების ცენტრში მაღალი ტემპერატურით მიმართვიანობა გრძელდება. ადგილზე პაციენტების პირველადი გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეები სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადამისამართდებიან.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.