ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში კარავი აღარ იფუნქციონირებს – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
”ბოლო 24 საათში 1 400 ანალიზი გამოვიკვლიეთ, საიდანაც 8 დადებითი შემთხვევა გვაქვს. კარავში დაახლოებით 70 ნიმუში ავიღეთ. გადავწყიტეთ რომ კარავი დღეიდან აღარ იმუშავებს, რადგან ის რისკჯგუფები, პედაგოგები და ადამიანები, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში ჰქონდა მოგზაურობის ისტორია მთლიანად გამოვიკვლიეთ.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.