ქუთაისის ილია ჭავჭვაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში XVI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს ეძღვნებოდა. კონფერენციას ესწრებოდა ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგულ ქართული ასოციაციის თავმჯდომარე, ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის დირექტორის მოადგილე ტიერი ბერიშვილი. ასევე ადგილზე იმყოფებოდა კოსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარალმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
კონფერენციაზე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის სამეცნიერო კრებულის ,,წელიწდეულის” XV ტომის პრეზენტაცია შედგა. კრებული ბიბლიოთეკის XV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებს და რეცენზირებულ ქართველოლოგიური გამოკვლევებს მოიცავს.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ყოველწლიურ სახეს ატარებს . წელს კონფერენციაში 42 მომხსენებელი იღებდა მონაწილეობას.