ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა ლატარია, რომელმაც პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა, ამჯერად დეპუტატობაზეც უარს ამბობს. საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებასა და საკრებულოდან წასვლაზე მან უკვე მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.
ნიკა ლატარია ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, შესაბამისად, მის ადგილს საკრებულოში ამავე პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს.