ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყებს ფილმების მიღებას.
ფესტივალის პირველი გამოშვება ჩატარდება 3-7 ნოემბერს.
ფილმების მიიღება ორ კატეგორიაში:
1. 10-30 წუთიანი ფილმები
2. 1-5 წუთიანი ფილმები
(კოვიდ-პანდემიის გამო, მიიღება 2018, 2019 და 2020 წლის ფილმები).
?ავტორებს ფილმების გამოგზავნა შეგიძლიათ მოცემული ბმულების დახმარებით. ⤵️
ksff.ge/
filmfreeway.com/kutaisi
”მთავარი კონკურსში მიიღება ნებისმიერი ჟანრის მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი 10-დან 30 წუთამდე; დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის პრიზი ოქროს დინოზავრი,
მეორე კონკურსში მიიღება
ნებისმიერი ჟანრის 1-დან 5 წუთამდე ფილმი. დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს, გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი დინოზავრის ნაკვალევი.
საკუთარ რჩეულს დაასახელებს კინომცოდნეების ჟიური.
პირველი დედლაინი – 20 აგვისტო
მეორე დედლაინი – 20 სექტემბერი
კონკურსში დაიშვება 2018, 2019 და 2020 წელს გადაღებული ფილმები.
ფილმებს უნდა ჰქონდეს ინგლისური სუბტიტრები.
კონკურსში მონაწილეობის ფორმა იხილეთ ქვემოთ
COVID-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ფესტივალი 2020 წელს უცხოელ ავტორებს ვერ მიიღებს. (გამარჯვებული ფილმების ავტორებს ვეპატიჟებით მომავალ წელს) ” – ვკითხულობთ ფესტივალის ვებ-გვერდზე.
გამარჯვებულებს გადაეცემათ “ოქროს დინოზავრისა” და “ოქროს ნაკვალევის” პრიზები.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის ახალი სიტყვა- საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თანამედროვე რეალობაში მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნაკლები ყურადღება ეთმობა და მათი პოპულარიზაციაც იშვიათად ხდება. იმის მიუხედავად, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმები ხშირად დამწყები ავტორების დებიუტთან და აუდიტორიასთან პირველ წარდგენასთანაა დაკავშირებული. ამგვარად, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის უნიკალური შესაძლებლობა ახალბედა რეჟისორებისათვის. ეს იქნება შესაძლებლობა დებიუტანტი რეჟისორებისთვის აუდიტორიას აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები, განვითარდნენ პროფესიულად და დაამყარონ საერთაშორისო კავშირები.