LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისის პარლამენტის 340 მილიონიანი შენობის ბედი ჯერ კიდევ უცნობია

დაპოსტა 2019/10/21-ში
127
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის, როდის შეიძენს ახალ ფუნქციას ამ დროისთვის დაკონსერვებული 340 მილიონიანი შენობა, ჯერ კიდევ უცნობია.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა, თუმცა როგორც ირკვევა, შენობა ამ დრომდე პარლამენტის ბალანსზეა და ის შსს-ს ჯერ არ გადასცემია.

ამასთან, როგორც სააგენტოს შსს-ში განუმარტეს, ამ ეტაპზე უწყება საპოლიციო ჰაბის კონცეფციას ამუშავებს.

„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე. ასევე შესაბამისად, აღნიშნული შენობის შენახვაზე სამინისტროს ხარჯი არ გაუწევია. ამასთან, გაცნობებთ რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე დაგეგმილია პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი და გაერთიანდება სხვადასხვა საპოლიციო სერვისი, როგორიცაა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სსიპ(ებ)ი დაცვის პოლიცია, აკადემია და სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფები. აღნიშნული ცენტრის განვითარებისთვის მომზადებულია შესაბამისი კონცეფცია, რომელიც ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს ფაზებად. მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

ინფორმაციისთვის, „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, ბოლო თვეების განმავლობაში, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვის ხარჯებიც გამოითხოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 10 თვეში, რაც შენობას ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ დაცვაზე მისი შენახვა სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

კერძოდ, პარლამენტის სასახლის დაცვის შემადგენლობაზრე გაწეულმა ხარჯმა 10 თვეში 493 234 ლარი შეადგინა. კონკრეტულად ქუთაისის პარლამენტს საშუალოდ 50 ადამიანი იცავს და მათზე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შრომის ანაზღაურების სახით 485 945 ლარი გაიცა, სპეციალური უნიფორმის ღირებულებამ კი 7 289 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ მისი პირვანდელი ფუნქცია თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ დაკარგა, რითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად კვლავ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა განისაზღვრა. იმ პერიოდშივე დაანონსდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა.

თეგები: პარლამენტიქუტაისის პარლამენტიშსს
გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა სავაჭრო ომი შეაჩერა” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 22, 2026
0
მთავარი

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე „იმაზე უკეთეს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

იანვარი 22, 2026
6
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის ­ 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ...

დაწვრილებითDetails

“გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები”- მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

იანვარი 22, 2026
8
მთავარი

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული....

დაწვრილებითDetails

“გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა” – ტრამპი

იანვარი 22, 2026
4
მთავარი

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა...

დაწვრილებითDetails

” ვფიქრობ, შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გავუგზავნოთ” – პუტინი

იანვარი 22, 2026
5
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტებს განიხილავს და კონსულტაციებს გამართავს...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

იანვარი 22, 2026
8
ამინდი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს,შემცირდება ყინვებიც. თუმცა მომდევნო დღეებში ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება ნალექი, თოვლის სახით. სინოპტიკოსთა თქმით, ცივი ამინდები 24...

დაწვრილებითDetails

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაჭრა თბილისში

იანვარი 22, 2026
61
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი...

დაწვრილებითDetails

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
109
მთავარი

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლის დავით ხადურის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

დაჭრა ბაკურიანში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
183
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების...

დაწვრილებითDetails

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 22, 2026
282
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს.   კურო   ყურადღება ფინანსებს მიაქციეთ. სჯობს ძველი საქმეები დაასრულოთ, ვიდრე ახალი დაიწყოთ.   ტყუპები   კომუნიკაცია წარმატებულია. კარგი დღეა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».