ქუთაისის მესამე საჯარო სკოლა, კორონავიუსის გამოვლენის გამო დისტანციურ სწავლაზე გადავიდა, ინფორმაცია “მეგა ტვ”-ს ერთ-ერთმა მშობელმა დაუდასტურდა.
მისივე თქმით ბავშვებს გაკვეთილების ახალი ცხრილები ხვალისთვის დაეგზავნებათ.
მესამე საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. კოვიდ19 მე-5 კლასელს დაუდასტურდა.
სკოლის დირექტორის თამაზ ჭაბუკიანის თქმით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულს სიმპტომები არ აქვს და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.