მაშინ , როცა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მეყვავილეებს დასდევს თავად ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გზასთან ნაგავსაყრელს აწყობს და ჰაერსა და ბუნებას აბინძურებს – განაცხადა პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში.
გიგა შუშანიამ კოლეჯ იმერიასთან ზურან ანჯაფარიძის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით მერიამ ქუჩაზე გზებიდან აღებული გამოყენებული ასფალტის საწყობი მოაწყო და ხედის დამახინჯებასთან ერთად გარემოსაც ამბინძურებს. ამასთან შუშანიას თქმით ადგილობრივი თვითმმართველობა მეორად ასფალტს ბიუჯეტის გვერდის ავლით კერძო კომპანიებზე ყიდის.