ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს სასამართლოში უჩივიან, ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური” მიძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ განაცხადა. მან მერიის წინ დღეს ბრიფინგი გამართა და თქვა რომ ქუთაისის მერი უკვე 1 თვეა არ აწვდის ინფორმაციას მერიის აუდიტის სამსახურმა რომელი სამსახურები შეამოწმა. მისივე თქმით ქუთაისის მერიაში კორუფცია ყვავის, რომელსაც ქალაქის მერი მფარველობს.
”მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დაკვნა საბიანო სამსახურში არსებულ კორუფციაზე და მივმართეთ პროკურატურას, 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ შიდა აუდიტოს ყველა დასკვნა თუ რომელი სამსახურები და ა(ა)იპები შეამოწმა და რა დასკვნები დაწერა. ქალაქის მერი თვეზე მეტია გვიმალავს ამ ინფორმაციას, საერთოდ პასუხიც არ მოგვწერა. ჩვენ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე ვაპირებთ რომ მივმართოთ სასამართლოს იმისათვის რომ მოვთხოვოთ ქალაქის მერს ეს ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას ქუთაისში, მალავს ამ დასკვნებს, იმიტომ რომ არ მოხდეს სათანადო გამოძიება, საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული და ამასობაში ზუსტად იგივე სამსახურის უფროსები, რომლებიც წლებია ფლანგავენ და იპარავენ მილიონობით ლარს ქუთაისის ბიუჯეტიდან, ქუთაისის მერის ხელმძღვანელობით და მფარველობით აგრძელებენ ამ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში.” – განაცხადა შუშანიამ.