ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სულ იმერეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა. გუბერნატორის ინფორმაციით , ინფიცირებულია ორი მოსწავლე და ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
მოზარდს დოღის ცხენი დაეჯახა
არხოტში, დოღის ცხენი 11 წლის მოზარდს დაეჯახა. მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ინფორმაციით, მოზარდი არხოტიდან თბილისშია გადმოყვანილი და მას შესაბამისი კვლევები უტარდება. "მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის...