ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას პასუხობს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მან 10 თებერვალს წერილით მიმართა მერიას და ითხოვდა შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს. შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ მას საერთოდ არ უპასუხა, რაც ცალსახად სიცრუეა.
როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია. ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი(საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით.
რამდენი გამოიმუშავა დვალიშვილმა ნურმაგომედოვის დამარცხებით ?
სპონსორებისგან 4-დან 5 მილიონ დოლარამდე მიიღებს. მერაბ დვალიშვილმა უმარი სრული უპირატესობით, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.