ქუთაისის მერია ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ტროტუარის მოწყობას გეგმავს.
შემსრულებელს სამუშაობის განახორციელებისათვის 60 დღიანი ვადა ეძლევა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. ტენდერში შპს „იმედმა“ გაიმარჯვა. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიიდან 52 777 ლარი დაიხარჯება.
ზურაბ ჭავჭავძის ქუჩაზე ტროტუარი ფაქტიურად არ არსებობს . გზის არსებული ფეხით სავალი ნაწილი დაფარულია ბალახით და ეკალ-ბარდებით, რაც აქ გადაადგილებას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის.