ქუთაისის 2021 წლოს ბიუჯეტის პროექტი მერიასთან პროტესტის ნიშნად პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთოს ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დაწვა.
მისი თქმით ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს და იგი მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება. გოგი წულაიას თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.
გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტის პროექტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიას სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.