ქუთაისის მერიასთან საშვის მიღების მსურველთა რიგები მესამე დღეა არ წყდება. როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ საშვები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სჭირდებათ.
მერიასთან განთავსებულია სპეციალური ჯებირები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ნაკადის მოწესრიგებას უზრუნველყოფენ და მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.