ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტი,ზაალ კუხიანიძე დააკავეს. ის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდა, თუმცა პოლიციამ მერიაში შესვლის უფლება არ მისცა, რა დროსაც სამართადამცველებმა აქტივისტი ძალის გამოყენებით დააკავეს.
ზაალ კუხიანიძე ქუთაისის მერიასთან ცესკოს ფორმაში გადაცმული მივიდა და არსებული საკრებულო “არალეგიტიმურობაში” დაადანაშაულა.
ცნობისთვის დღეს, 64-ვე მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულო სხდომა მიმდინარეობს