ქუთაისის მერიამ ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია . ტენდერი 1 მარტს დაიხურება. სავარაუდო შესყიდვის თანხად 347`732 ლარია მითითებული.
გამარჯვებულ კომპანიას სკვერის მოსაწყობად 90 დღე ეძლევა.
სკვერის მოწყობა 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პროექტი ვერ შესრულდა.