59-ე საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 91.92%%-ით გაიმარჯვა და 29 867 ხმა მიიღო.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისის 130 უბნიდან დათვლილია 130-ვე უბანი. არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გრიგოლ ვაშაძე 2 627 ხმა (8,08%), ხოლო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 29 867 ხმა (91.92%) მიიღო.
ასევე დაგაინტერესებთ:
თქვენი მხარდაჭერის გამართლება იქნება ჩემი ყოველდღიური საქმიანობა საქართველოს პარლამენტში – ზაზა ლომინაძე
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო ოლქში 33 823 ამომრჩეველმა მისცა ხმა. აქტივობამ 21.85%-ს შეადგინა, რაც პირველ ტურის იმავე დროის მონაცემზე ნაკლებია, მაშინ ეს მაჩვენებლი 50.85% იყო. რაც შეეხება წინა არჩევნებს ლარინა ლალიაშვილის თქმით 2016 წლის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა იმავე პერიოდში 47% იყო. აქტივობა ამ არჩევნებზე შედარებით დაბალია.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციიდან 5 საჩივარია შევიდა. ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.
ქუთაისში 130 საარჩევნო უბანი იყო, აქედან ეპიდვითარებიდან გამომდიბარე ქალაქში 7 სპეც უბანი იყო გახსნილი. 6 სტაციონარულ დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ემსახურება, 1 კი ქუთაისის მე-2 სასჯელაღსურულების დაწესებულებაში იყო განთავსებული. ქუთაისის სპეც უბნებზე ხმის მისაცემად 620 პირი იყო რეგისტრირებული. ქუთაისში სულ 154 928 ამომრჩეველია.