კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ქუთაისის ინფექციუში რვა პაციენტი შეიყვანეს. ექიმ თემურ ნადირაძის განცხადებით, პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და პასუხებს ელოდებიან.
მისივე თქმით, პაციენტების ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი კი თვითიზოლაციიდან შევიდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით სამი ადამიანი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ამ ეტაპზე მხოლოდ კორონავირუსისსიმპტომიან და დადასტურებულ პაცინტებს ემსახურება.
საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.