ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
” 24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 53 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკა ჯამში 110-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.