ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 47 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი ერთს დაუდასტურდა. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია და მას მოგზაურობის ისორია აქვს. შუახნის მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით მამაკაცს კოვიდ19 გუშინ, გვიან ღამით დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს.