ქუთაისის ინფექციურში 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ, 3-ის გამოჯამრთელების პასუხებს კი ხვალ ელოდებიან.
როგორც ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე აცხადებს ამ ეტაპზე საავადმყოფოში მკურნალობას 61 კოვიდინფიცირებული გადის, მათ შორის 27 ბავშვი და 34 მოზრდილი.
“გუშინ დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა, რომლებიც არიან უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. დანარჩენები არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომლებსაც აქვთ გამოხატული სხვადასხვა სიმპტომი, მაგალითად ტემპერატურა, გემოს და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.” – განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით დღეს 6 პაციენტის გამოჯანმრთელებაზე პირველადი, 3 პაციენტს კი მეორადი ტესტი ჩაუტარდებათ. თუ ამ 3 ადამიანი პასუხები უარყოფითი იქნება, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.