ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა,ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა. ორი მოზრდილი, ორი ბავშვია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
”ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 57 კოვიდინფიცირებული პაციენტი. აქედან 17 ბავშვი, 40 მოზრდილი. დღეს ველოდებით რამდენიმე საკონტროლო ტესტის პირველად და მეორად პასუხებს. გვყავს 4 მძიმე ავადმყოფი და 2 კრიტიკული პაციენტი.ასევე რამდენიმე ბავშვები საშუალო სიმძიმის პაციენტად ითვლება.” – აცხადებს ნოდარ მაღლაფერიძე.