ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით კიდევ ერთი პაციენტი-ახალგაზრდა კაცი შეიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი ზესტაფონიდაა და სამსახურიდან გამომდინარე, ირანის მოქალაქეებთან შემხებლობა ჰქონდა.
ახალგაზრდა კაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას სათანადო მკურნალობა უტრადება. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
ექიმის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში ექვსი პაციენტი რჩება.
radiodk.ge