ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდ19-ით ერთი პაციენტი შეიყვანეს. 44 წლის ქალი კლინიკაში, გუშინ, წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. მას საზღვარგარეთ, კერძოთ რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის, კლინიკაში კოვიდ-19 ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა.