ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით დედა-შვილი შეიყვანეს. როგორც საავადმყოფოდან იუწყებიან ისინი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრები არიან და კარანტინში იმყოფებოდნენ.
ოჯახი გარდაბნის კლასტერს მიეკუთნება. დედა-შვილს ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ. მამა კი, რომელიც ტრაილერის მძღოლია ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოში რამდენიმე დღეა მკურნალობს.