ქუთაისის ინფექციურში ახალი კორონავირუსით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოათავსეს. წყვილი ლენტეხიდანაა. მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცხელების ცენტეს მიმართეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდათ.
როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან იუწყებიან პაციენტებს პნევმონია და თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ. კოვიდ ინფიცირებულებს შესაბამასი მკურნალობა ბოქსირებულ განყოფილებაში უტარდებათ.
ქუთაისის ინფექციურში მკურნალობას 14 პაციენტი აგრძელებს, მათ შორის 5 ბავშვია.