ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას,მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.
“შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას,მათგან 6 სამეგრელოდანაა ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი,16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძინეა”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის,ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა.