ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 პირის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორი არჩილ მუკბანიანი აცხადებს, გამოკვლეულებს შორის 18 საავადმყოფოს მედპერსონალია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში „ცხელების ცენტრს“ ცხრა პაციენტმა მიმართა.
მათ ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გზავნიან.
ასევე გეგმურად იკვლევენ კიდევ 12 მედიკოსს. ანალიზების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.