ქუთაისის საკრებულოს კომისიებში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაწყებულია.
„ბიუჯეტის კლება არ გვაქს, თუმცა არ გვაქვს არც ზრდა“ განაცხადა საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ .
ჯერ-ჯერობით ბიუჯეტი პირველადი პროექტის მიხედვით 58 586 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტს კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება წარმოადგენს.