ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დროებით დახურვის მიზეზი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია,რის გამოც, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები.
2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.