ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბებოს, რომელიც პომიდორს ყიდდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარე ვაჭრობა აუკრძალა.
“აი, ასეთი სიტუაცია იყო დღეს ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ბებიას,რომელსაც კარგად ხედავთ ვიდეოში რა რაოდენობის პომიდორიც აქვს გასაყიდად გამოტანილი, დაადგა ხუთ კაციანი ჯგუფი და უხეშად ცდილობდნენ, ხმამაღალი ტონით მოხუცს ტერიტორია დაეტოვებინა.გასაგებია,რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება,მაგრამ ამხელა კაცებს სინდისი როგორ არ აქვთ,რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს მოხუცი,რომელიც თვალის ოპერაციის ფულს აგროვებდა ამ პომიდვრის ფულით. პ.ს მთელი ჭავჭავაძის ქუჩა ეგრედწოდებულ “ციგნებს” აქვთ დაკავებული და მართლა ფეხებში გვედებიან როდესაც გადავადგულდებით და ეს უფროა მგონი ყურადღება მისაქცევი,ვიდრე ამ მოხუცის ვაჭრობა!
პ.ს.ს აღვნიშნავ,რომ პომიდვრები ძირს თავად გამწარებულმა მოხუცმა დაყარა”-წერს ანა ჯაბიძე