გიორგი სვანიძე, დემურ დანგაძე, მიხეილ მეძველია – ეს ის ქუთაისელი სტუდენტები არიან, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ქმნიან პლათფორმას, სადაც ნებისმიერ მსურველს თავისი ნამუშევრების ატვირთვა და წარმოჩენა შეეძლება. მათ უკვე წარადგინეს თავიანთი სტარტ აპ იდეა Big Idea Challeng-ზე და 90 კონკურსატინდან 9 საუკეთესოში შეირჩნენ, ახლა კი გამარჯვების დროა. ამისათვის კი გადადით ლინკზე და დააწკაპეთ ღილაკზე Vote.
როგორც სტუდენტები ამბობენ გამარჯვების შემდეგ ისინი მსოფლიო მასშტაბზე გასვლას შეძლებენ, რაც საქართველოსთვის ნამდვილად კარგი ამბავი იქნება.
აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად – სტარტაპ იდეის შესახებ სტუდენტებმა დღეს “მეგა ტვ”-ს ეთერში, გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” ისაუბრეს.