აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული საბა ხუჯაძე სწავლას იწყებს დიდ ბრიტანეთში, University of South Wales-ის სამაგისტრო პროგრამაზე სახელწოდებით საერთაშორისო უსაფრთხოება და რისკის მენეჯმენტი, კონცენტრაციით ტერორიზმთან ბრძოლა, სრული, 100%-იანი საუნივერსიტეტო სტიპენდიით.
ამავდროულად, იგი ჩაირიცხა ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე The George Washington University-ის სამაგისტრო პროგრამაზე სახელწოდებით საერთაშორისო და შედარებითი სამართალი. ასევე, მოიპოვა ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სტიპენდია.
ასევე, იგი ჩაირიცხა ამერიკის კიდევ ერთ უნივერსიტეტში, ქალაქ ჩიკაგოში მდებარე Chicago-Kent College of Law, Illinois Institute of Technology-ის სამაგისტრო პროგრამაზე სახელწოდებით სასამართლოში საქმისწარმოება. ამ შემთხვევაშიც, ასევე, მიიღო ჩიკაგო კენტის საუნივერსიტეტო სტიპენდია.
მან საერთო ჯამში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან 80 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მოვიპოვა. საბოლოო არჩევანი კი გაერთიანებულ სამეფოზე შეაჩერა. ამავდროულად, საბამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დაახლოებით 30 000 ევროს ოდენობის დაფინანსებით ისწავლა ოთხ სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში ორი აკადემიური წლის ვადით.