ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ლონგ-აილენდის კონსერვატორიამ ლექტორად მიიწვია. მუსიკოსი ამავე კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია.
“ეს მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო და რეალურად ასე მალე თუ მოვიდოდა არ მეგონა. ასე არ ხდება საერთოდ, ჯერ ამთავრებენ კონსერვატორიას და შემდეგ იწყებენ მუშაობას, როგორც ლექტორი. ჩემს შემთხვევაში არ ვიცი როგორ და რანაირად, არც მე მჯეროდა როცა მომწერეს.” – ამბობს გნაცა ბუცხრიკიძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
ქუთაისელი მევიოლინე აქტიურად მონაწილეობს ამერიკის სხვადასხვა კლასიკური მუსიკის კონკურსშ. ის არის კონკურსის “American international music competition” გამარჯვებული.
გვანცამ წელს ასევე გაიმარჯვა ნიუ-იორკის საერთაშორისო კონკურსში.
გვანცა ბუცხრიკიძე ქუთაისში მ.ბალანჩივაძის #1 სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა. ქუთაისში მისი პედაგოგი ეკა გიორგაძე იყო. თბილისში კი პროფესორ მანანა ქანთარიას კლასი გაიარა.