დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და სასულიერო პირებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.
“მღვდლებო, ჩემო ძმებო და მამებო, მოგმართავთ იმათ, ვისაც მართლა გწამთ ქრისტე და არ ხართ ახალი სადუკევლები და ფარისევლები! ქრისტეს სახელით გაფიცებთ და გიხმობთ, ამოიღეთ ხმა იმაზე, რაც ჩვენი ეკლესიის თავს ხდება, თორემ დაგექცათ თავზე ეკლესიაც, ქრისტიანობაც და ღვთისმოსაობაც.
რა სარგებელი ექნება თქვენს ღვთისმსახურებას, თუ თქვენი დუმილით ჭეშმარიტებას გაყიდით, ნუ აქცევთ ღვთისმსახურებას სარეწავ მიზნად, როგორც ამბობს წმ. პავლე მოციქული, თორემ მალე სრულად დაგეცლებათ ტაძრები და ოხრად დაგრჩებად ყველაფერი, სექტად იქცევით, ერი სრულიად გაქცევთ ზურგს, ნუ გახდებით ქრისტეს გამყიდველი საპატრიარქოს და კორუმპირებული გახრწნილი ეპისკოპატის მონა, დაამხეთ გონებაში ცრუ ავტორეტების კერპები და იმოქმედეთ იოანე ნათლისმცემლის და ოქროპირის სულით, ამით გამართლდებით და არა საცეცხლურის ქნევით და ალილუიას ძახილით.