ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდეს. მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, კომპანიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ორ თანამშრომელთან ერთად ქრთამს სისტემატურად იღებდა.
ისინი სატენდერო პირობებს კონკრეტულ კომპანიებს არგებდა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენლები მათ პროექტის ბიუჯეტის 2%-ს ნაღდი ფულით ქრთამის სახით უხდიდნენ.
საქმეში ვიდეო-მტკიცებულებები არსებობს.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.