ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან.
როგორც მათ ინფორმაციაშია ნათქვამია, მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იყო.
ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი და აჭარის პოლიციის თანამშრომლები.
შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხსანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული.