LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ექვსსულიანი ოჯახს 11 წელია, სახლ – კარი არ აქვს

დაპოსტა 2022/02/10-ში
გაზიარება

დაღელიშვილების ექვსსულიანი ოჯახს 11 წელია, სახლ – კარი არ აქვს და საცხოვრებლად მიტოვებულ ბინებს ეძებს.
დარეჯან დაღელიშვილი პრაიმთაიმს უყვება, რომ მათი სახლი სოფელ კურდღელაურში, 2011 წელს სტიქიამ დაანგრია.

“2011 წელს, საშინელი გრიგალი რომ იყო და თელავი თითქმის გაანადგურა, მაშინ დაგვიზიანდა სახლი კურდღელაურში. უმრავლესობას დაეხმარნენ, ჩვენ რატომ არ გამოგვიწოდეს ხელი, არ ვიცი. მას შემდეგ ვცხოვრობ ასე უბედურად, სიღატაკეში. მეუღლე სიმსივნით გარდამეცვალა და სამი შვილით, სულ მარტო ვებრძვი ყველა გაჭირვებას”- ამბობს დარეჯანი.

ოჯახში, დიასახლისის გარდა, სამი ვაჟი, რძალი და ოთხი წლის არასრულწლოვანი ცხოვრობს. მათი ყოველდღიური შემოსავალი ფიზიკური შრომით მოპოვებული თანხაა, რომელსაც დაღელიშვილები კვებისათვის იყენებენ. ინფორმაცია “პრაიმტაიმი ავრცელებს”

” ერთი შვილი ავადმყოფია, ეპილეფსია აქვს და მისი დატვირთვა არ შეიძლება, თუმცა გაჭირვება ცუდად მყოფი ადამიანისთვის არ არის. თუ არ ვიმუშავებთ, ვინ მოგვცემს. სოციალური დახმარება გვერიცხება და ეს არის. ტანსაცმელს სამადლოდ გვჩუქნიან, ვცდილობთ, ბავშვი გამოვკვებოთ.შრომას კი არ ვთაკილობთ, ნეტავ იმდენი სამუშაო იყოს, ვიშრომებდით, კრედიტს ავიღებდით და ჩვენი ჭერი გვეღირსებოდა. ასეთი სიღატაკე, სადმე გინახავთ? დღეს მხოლოდ მაკარონი გვაქვს და გადავივლით ამაზე. ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ მინდა”- გვეუბნება დაღელიშვილი.

ნახევრად დანგრეული სახლი, რომელშიც არც გაზი, წყალი და საყოფაცხოვრებო პირობებია, დაღელიშვილებმა უახლოეს მომავალში უნდა გაათავისუფლონ.

შენობის მესაკუთრე მამაკაცი, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, თბილისში მცხოვრებმა მისმა მეუღლემ კი, ოჯახს, ბინის ერთ თვეში დაცლა მოსთხოვა.

” მოვიდა ქალი, რომელიც არ გვინახავს მანამდე. ფაქტობრივად შეურაცხყოფა მოგვაყენა, ერთთვიანი ვადა მოგვცა და წავიდა. კოორდინატებიც არ დაგვიტოვა, რომ მდგომარეობა ავუხსნათ. მერიას ქირის პროგრამა აქვს, მაგრამ როცა იქნება, იქიდანაც ხომ გამოგვიშვებენ. ადამიანური ცხოვრება მენატრება, დავიღალე სხვის სახლებში სიარულით. იქნებ ჩვენთვისაც გამოიძებნოს ბინა. სასახლეს კი არ ვითხოვ, უბრალოდ, ჩემი ერქვას და ქუჩაში არავინ მაგდებდეს ბავშვით ხელში.”

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ ოჯახს მათთვის დასახმარებლად არასოდეს მიუმართავს.

” არასოდეს მოუკითხებიათ ჩვენთვის. გვაქვს ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, რეესტრი გვაქვს, სადაც გაქირავების მსურველები არიან. ასევე მუშაობს სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რითიც შეუძლიათ ისარგებლონ. ერთ- ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს პროფესიის დაუფლების პროგრამა და შეგვიძლია ამაშიც დავეხმაროთ. რაც შეეხება ფართით უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში აქვს ორი ბინა, ორ სოფელში, სადაც უკვე ოთხი ოჯახი გვყავს შესახლებული. ამ ოჯახმა მოგვაკითხოს, განცხადებით მოგვმართოს, რომ შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და ჩვენი ყველა პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ”- განაცხადა სოციალური სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ.

დაღელიშვილების დასახმარებლად, თელაველი ახალგაზრდების ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ექვსსულიან ოჯახს, ტანსაცმლითა და საკვებით დაეხმარება.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

თურქეთში მესამე დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

თებერვალი 8, 2023
88
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ქალი ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მათივე...

დაწვრილებით

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 11200-ს გადააჭარბა

თებერვალი 8, 2023
16
მთავარი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს. პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით...

დაწვრილებით

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა

თებერვალი 8, 2023
10
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დახვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს . ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტის წევრებსა და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც...

დაწვრილებით

პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს-ოლაფ შოლცი

თებერვალი 8, 2023
21
მთავარი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა საჯარო შეჯიბრი ზოგიერთ ქვეყანას შორის, თუ ვის შეუძლია იარაღის მიწოდება უკრაინისათვის და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეებს შორის ერთიანობას ავნებს. „ერთიანობა ჩვენს ალიანსებში ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია....

დაწვრილებით

“ის დანაშაულს არ აღიარებს”-ესებუას ადვოკატი

თებერვალი 8, 2023
35
მთავარი

ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს. როგორც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სოსო ჯანაშიამ  პირდაპირ ეთერში განაცხადა,...

დაწვრილებით

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

თებერვალი 8, 2023
25
მთავარი

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც...

დაწვრილებით

11 თებერვლიდან ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

თებერვალი 8, 2023
20
მთავარი

2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები), გახდება 60 თეთრი. გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და...

დაწვრილებით

საქართველოს მიწა მაინც გერგოს..-ქალბატონი რომელსაც თურქეთში ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 8, 2023
1.1k
მთავარი

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.. "ია როგორ მტკივა გული ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავუშობიდან დაწყებული გულის დარდები ჩემო საწყალო გოგო ეხლა...

დაწვრილებით

უმძიმესი ტრაგედიის გამო მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სპექტაკლები მოხსნილია

თებერვალი 8, 2023
68
მთავარი

მესხიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "08.02.2023 გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი რეზი ქაროსანიძე🖤 ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო, მიმდინარე კვირის სპექტაკლები მესხიშვილის თეატრში მოხსნილია. P.S. რეზი მარტის თვეში საპრემიეროდ ემზადებოდა და...

დაწვრილებით

ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება-ქუთაისში ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

თებერვალი 8, 2023
28
მთავარი

ქუთაისში თურქეთში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს : მეგობრებო თურქეთში მსოფლიო მასშტაბის ტრაგედია ტრიალებს, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ათი ათასობით ბავშვი ვინც მიწისძვრას გადაურჩა თოვლში იყინება...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ქუთაისის ციხეში პატიმრებს კოვიდ19 დაუდასტურდათ

იანვარი 23, 2021
512
მთავარი

შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და, რა დრო­საც თავს და­ეს­ხა უც­ნო­ბი- რას ყვება 21 წლის დაჭრილი ბიჭის მამიდა

მაისი 24, 2021
84
მთავარი

რამდენი რაკეტა გამოსცადა ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ?

იანვარი 30, 2022
195





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!