პარლამენტში დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატს ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოს კი არა. პარლამენტმა კენჭისყრაზე სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
კენჭისყრისას საკითხს მხარი ორმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 12.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო.
საგაზაფხულო სესიის 32 სხდომიდან, სერგეენკო 25-ს არ დასწრებია.
ქეთევან დუმბაძე კი 4 სექტემბრიდან მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუსაბამოა.