,,ძალიან მოხარული ვარ რომ ფილმი BO რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ, დახურავს პრესტიჟულ Nederlands Film Festival კინოფესტივალს.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რატი წითელაძე წერს.
პოსტს უცვლელად გთავაბთ:
,,პრემიერა ჰოლანდიაში 27 სექტემბერს შედგება, მთავარ საკონკურსო პროგრამაში.
ფილმზე მუშაობა ჰოლანდიურ ქართულ გუნდთან ერთად ულამაზესი ქართული ბუნების ფონზე იყო უდიდესი სიამოვნება. ❤️
სიუჟეტი:
როდესაც ბო (Gaite Jansen) მიემგზავრება საქართველოში მამის, ცნობილი მუსიკოსის, საფლავის მოსანახულებლად, იგი ხვდება მამის ყოფილ ბავშვობის მეგობარ ლევანს (Rati Tsiteladze). ფესვების მოსაძებნად და მამის უკეთესად გაგების მიზნით, ლევანის სატვირთო მანქანაში ავტოსტოპით მგზავრობას გადაწყვეტს. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ისინი ნაზად ემორჩილებიან სიყვარულს, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გრძნობენ. ბოს მამის მელანქოლიური საყვირის დაკვრა თან ახლავს მათ მოგზაურობას თვალწარმტაცი ქართული პეიზაჟით. საბოლოოდ, ისინი გაბედავენ ერთმანეთის ნდობას იქამდე, რომ ბოც და ლევანიც თავიანთ ყველაზე ბნელ საიდუმლოებებს იზიარებენ.
სცენარის ავტორი და რეჟისორი: Joost van Ginkel” – წერა რატი წითელაძე.